კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში - კონფიდენციალურობის პოლიტიკა) განსაზღვრავს შპს საქართველოს აგრო ჰოლდინგი ს/ნ 424617588 (შემდგომ ტექსტში „კომპანია“) მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებსა და შენახვის პირობებს, მიზნად ისახავს თითოეული მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვას და ადგენს პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობას. პერსონალურ მონაცემებს კომპანია მოიპოვებს მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევის პერიოდში. წინამდებარე პოლიტიკა შემუშავებულია იმ მიზნების განსასაზღვრად რომლის მისაღწევადაც კომპანიამ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული მონაცემები. კომპანია უზრუნველყოფს ყველა გონივრული ზომის მიღებას, რომელიც მონაცემების უსაფრთხოების დასაცვად არის აუცილებელი.
საიტზე გენერირებულია ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების სისტემა იმისათვის, რომ კომპანიის ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
წინამდებარე პოლიტიკის პირობები ექვემდებარება ნებისმიერ სავალდებულო ძალის მქონე მოქმედ კანონს ან რეგულაციას.
1.1. ,,პერსონალური მონაცემები“ - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
1.2. ,,მონაცემთა დამუშავება“ - მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
1.3. ,,დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი“ (შემდგომში - საიტის ადმინისტრაცია) - საიტის მართვაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.
1.4. ,,პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა“ - საიტის ადმინისტრაციისთვის შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნა არ დაუშვას მათი განზრახი გავრცელება პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობის ან სხვა კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე.
1.5. ,,მონაცემთა სუბიექტი” (შემდგომში - საიტის მომხმარებელი) - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება, რომელსაც აქვს დაშვება საიტზე ინტერნეტ ქსელის მეშვეობით და რომელიც იყენებს საიტს საკუთარი მიზნებით.
1.6. მონაცემთა სუბიექტის თანხმობა - თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა, ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ.
1.7. ,,Cookies“ - მონაცემთა პატარა ფრაგმენტი, რომელსაც აგზავნის ვებ-სერვერი და რომელიც ინახება მომხმარებლის კომპიუტერზე, რომელსაც ვებ-კლიენტი ან ვებ-ბრაუზერი ყოველ ჯერზე უგზავნის ვებ-სერვერს HTTP-მოთხოვნაში შესაბამისი საიტის გვერდის გახსნის მცდელობისას.
1.8. ,,IP-მისამართი“ - IP პროტოკოლით შექმნილ კომპიუტერულ ქსელში კვანძის უნიკალური ქსელური მისამართი.
1.9. ფაილური სისტემა - მონაცემთა სტრუქტურიზებული წყება, რომელშიც ისინი დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით.
2. ზოგადი დებულებანი
2.1. მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენება (ანგარიშის/ექაუნთის შექმნა) ნიშნავს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე დათანხმებას.
2.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებზე არ დათანხმების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეწყვიტოს საიტის გამოყენება.
2.3. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოიყენება მხოლოდ ამ საიტთან მიმართებაში. საიტის ადმინისტრაცია არ აკონტროლებს და პასუხს არ აგებს მესამე პირების საიტებზე, სადაც მომხმარებელს შეუძლია გადასვლა ამ საიტზე ხელმისაწვდომი ბმულებით.
2.4. საიტის ადმინისტრაცია არ ამოწმებს საიტის მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების უტყუარობას.
3. კონფიდენციალურობის პოლიტიკის საგანი
3.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ადგენს საიტის ადმინისტრაციის ვალდებულებას განზრახ არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები, რომლებიც მომხმარებელმა მიაწოდა საიტის ადმინისტრაციას სხვადასხვა მოთხოვნათა შესაბამისად (მაგალითად, საიტზე რეგისტრაციისას, შეკვეთის გაფორმებისას, შეტყობინებების გამოწერისას და მისთ).
3.2. პერსონალური მონაცემები, რომლებიც დაშვებულია დასამუშავებლად წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლებში, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოეწოდება მომხმარებლის მიერ საიტზე სპეციალური ფორმების შევსების გზით და ჩვეულებრივ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
3.2.1. მომხმარებლის გვარი, სახელი;
3.2.2. პირადი ნომერი;
3.2.3. მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაცია;
3.2.4. ელექტრონული ფოსტის მისამართი (e-mail);
3.2.5. მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილი;
2.3.6. სხვა მონაცემები.
3.3. საიტის ადმინისტრაცია ასევე იღებს ზომებს იმ პერსონალური მონაცემების დასაცავად, რომლებიც ავტომატურად გადაეცემა საიტს გვერდების მონახულების პროცესში:
- IP მისამართი;
- ინფორმაცია cookies-გან;
- ინფორმაცია ბრაუზერის შესახებ (ან სხვა პროგრამის შესახებ, რომელიც ახორციელებს საიტზე დაშვებას);
- დაშვების დრო;
- მონახულებული გვერდების მისამართები;
- რეფერერი (წინა გვერდის მისამართი) და მისთ.
3.3.1. Cookies გამორთვამ შეიძლება გამოიწვიოს საიტზე დაშვების შეუძლებლობა.
3.3.2. საიტი ახორციელებს სტატისტიკის შეგროვებას მისი მომხმარებლების IP-მისამართების შესახებ. მოცემული ინფორმაცია გამოიყენება ტექნიკური პრობლემების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად, ჩასატარებელი ოპერაციების კორექტულობის გასაკონტროლებლად.
3.4. ნებისმიერი სხვა პერსონალური მონაცემი, რომელიც არ არის ზემოთ განსაზღვრული (მონახულობების ისტორია, გამოყენებული ბრაუზერები და საოპერაციო სისტემები და ა.შ.) არ ექვემდებარება განზრახ გახმაურებას, გარდა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 5.2 და 5.3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საიტის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვების მიზანი:
4.1. საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს გამოიყენოს საიტის მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნით:
4.1.1. საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლის საიდენტიფიკაციოდ, შეკვეთის გასაფორმებლად და/ან ხელშეკრულების დასადებად.
4.1.2. მომხმარებლისათვის საიტის პერსონალიზირებულ რესურსებთან დაშვების მისაცემად.
4.1.3. მომხმარებელთან უკუკავშირის დასამყარებლად, შეტყობინებების, მოთხოვნების გაგზავნის ჩათვლით, რომლებიც ეხება საიტის გამოყენებას, მომსახურების გაწევას, მომხმარებლისგან მოთხოვნების და განაცხადების დამუშავებას.
4.1.4. მომხმარებლის ადგილსამყოფელის დასადგენად უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თაღლითობის თავიდან არიდებისათვის.
4.1.5. შესყიდვების განსახორციელებლად, ანგარიშის შესაქმნელად (ასეთი სერვისის არსებობისას), თუ მომხმარებელმა განაცხადა თანხმობა ანგარიშის შექმნაზე.
4.1.6. შეკვეთის მდგომარეობაზე საიტის მომხმარებლის შესატყობინებლად (ასეთი სერვისის არსებობისას).
4.1.7. საიტის მომხმარებლისათვის ეფექტური საკლიენტო და ტექნიკური მხარდაჭერის გასაწევად საიტის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენისას.
4.1.8. საიტის მომხმარებლისათვის, მისი თანხმობით, განახლებული პროდუქციის, სპეციალური შეთავაზებების, ფასებზე ინფორმაციის, საინფორმაციო გამოშვებების და სხვა მონაცემების მისაწოდებლად სიტის ან საიტის პარტნიორების სახელით.
4.1.9. საიტის მომხმარებლის თანხმობით სარეკლამო საქმიანობის განსახორციელებლად.
4.1.10. საიტის მომხმარებლისათვის დაშვების მისაცემად სხვა საიტებზე ან ამ საიტის პარტნიორების სერვისებზე მათი შეთავაზებების, განახლებების ან მომსახურების მიღების მიზნით.
4.1.11. - ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;
4.1.12. საიტის მომხმარებლების შეკითხვების დასამუშავებლად.
5. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების საშუალებები და ვადები
5.1. საიტის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება 1 წლის ვადით, ნებისმიერი კანონიერი გზით, მათ შორის პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემებში, ავტომატიზაციის საშუალებათა გამოყენებით ან ასეთ საშუალებათა გამოუყენებლად. მონაცემები ინახება კომპანიის დაცულ სერვერებზე.
5.2. საიტის მომხმარებელი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ საიტის ადმინისტრაციას აქვს უფლება გადასცეს პერსონალური მონაცემები მესამე პირებს, კერძოდ, საკურიერო სამსახურებს, საფოსტო კავშირის ორგანიზაციებს, ელექტროკავშირის ორგანიზაციებს და სხვა დაწესებულებებს მხოლოდ ხელშეკრულების ფარგლებში საიტზე გაფორმებული საიტის მომხმარებლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით.
5.3. საიტის მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით და წესით.
5.4. საიტის მომხმარებლებს უფლება აქვთ მოითხოვონ კომპანიაში მათ შესახებ დაცული პერსონალური მონაცემების განახლება, დამატება, გადამოწმება, არსებულ პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა თუ ინფორმაცია მოძველებული ან არაზუსტია, ამასთან, მონაცემების დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, თუ პერსონალური ინფორმაცია უკანონოდ მოპოვებულია ან არ არის აუცილებელი დამუშავების მითითებული მიზნისთვის. მომხმარებელი აგრეთვე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიიღოს კომპანიისგან ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რისთვისაც უნდა მიმართოს კომპანიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@agroholding.ge
5.5. საიტის მომხმარებლებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გააუქმონ თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@agroholding.ge წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. საიტის მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული თანხმობის გაუქმება გამოიწვევს საიტიდან მომხმარებლის ანგარიშის წაშლას და პერსონალური მონაცემების დამუშავების სისტემებში პერსონალური მონაცემების შემცველი ჩანაწერების განადგურებას, რამაც შესაძლოა შეუძლებელი გახადოს კომპანიის სერვისებით სარგებლობა.
5.6. საიტის მომხმარებელი რეგისტრაციის პროცესში წინასწარ, წერილობითი ფორმით აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ საიტის ადმინისტრაციამ მისი პერსონალური მონაცემები დაამუშავოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
5.7. საიტის მომხმარებლებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს განაცხადონ უარი კომპანიის მარკეტინგულ სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებაზე.
5.8. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა შეცვალონ ,,Cookie“ ფაილის პარამეტრები.
6. მხარეთა ვალდებულებები
6.1. საიტის მომხმარებელი იღებს ვალდებულებას:
6.1.1. მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია საიტის ადმინისტრაციას პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც საჭიროა საიტით სარგებლობისათვის.
6.1.2. განაახლოს ან დაამატოს მოწოდებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ ამ ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში.
6.1.3. მიიღოს ყველა ზომა საიტზე შენახულ მის კონფიდენციალურ მონაცემებთან დაშვების დასაცავად.
6.2. საიტის ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას:
6.2.1. გამოიყენოს მიღებული პერსონალური მონაცემები მხოლოდ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მე-4 მუხლში მითითებული მიზნებით.
6.2.2. არ გაახმაუროს საიტის მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, გარდა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 5.2 და 5.3 პუნქტებისა.
6.2.3. განახორციელოს საიტის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების ბლოკირება, საიტის მომხმარებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ან საიტის მომხმარებლის უფლებათა დაცვის უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის ან მომართვის მომენტიდან გონივრულ ვადაში, არამართლზონმიერი მოქმედებების გამოვლენის შემთხვევაში.
7. მხარეთა პასუხისმგებლობა
7.1. საიტის ადმინისტრაცია პასუხს აგებს საიტის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების განზრახ გახმაურებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 5.2, 5.3 და 7.2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7.2. პერსონალური მონაცემების დაკარგვის ან გახმაურების შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს, თუ ეს კონფიდენციალური ინფორმაცია:
7.2.1. გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი მის დაკარგვამდე ან გახმაურებამდე.
7.2.2. მიღებულია მესამე მხარისგან საიტის ადმინისტრაციის მიერ მისი მიღების მომენტამდე.
7.2.3. მიღებულია მესამე პირების მიერ ფაილურ სისტემაზე არასანქცირებული წვდომის გზით.
7.2.4. გახმაურებულია მომხმარებლის თანხმობით.
7.2.5. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
7.3. საიტის მომხმარებელი პასუხს აგებს მოწოდებული პერსონალური მონაცემების მართლზომიერებაზე და სიზუსტეზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების ვებ გვერდებზე, რომლებზეც მომხმარებლებს შესაძლოა წვდომა ჰქონდეთ საიტზე არსებული ბმულების მეშვეობით.
8. დავათა გადაწყვეტა
8.1. საიტის მომხმარებელსა და საიტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოშობილ დავებზე სასამართლოში მიმართვამდე, სავალდებულოა პრეტენზიის წარდგენა (წერილობითი შეთავაზება დავის ნებაყოფლობით მოგვარების მიზნით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@agrioli.ge
8.2. პრეტენზიის მიმღები მხარე, პრეტენზიის მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში წერილობით აცნობებს პრეტენზიის განმცხადებელს პრეტენზიის განხილვის შედეგებზე.
8.3. შეთანხმების მიუღწევლობისას დავა განსახილველად გადაეცემა სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.4. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე და საიტის მომხმარებელსა და საიტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.
9. დამატებითი პირობები
9.1. საიტის ადმინისტრაციას აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მომხმარებლის თანხმობის გარეშე.
9.2. ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ძალაში შედის საიტზე მისი განთავსების მომენტიდან, თუ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ახალი რედაქციით სხვა რაიმე არ არის გათვალისწინებული.
9.3. საიტის ყველა მასალა (მათ შორის ტექსტი, სტრუქტურა, დიზაინი) დაცულია საავტორო უფლებით. მისი სრული ან ნაწილობრივი დუბლირება/კოპირება აკრძალულია. ინფორმაცია განკუთვნილია აუდოტორიისთვის.
9.4. კომპანია არ ემსახურება პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ და შესაბამისად, საიტი არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს აღნიშნული პირებისგან.