products

წესები და პირობები

ვებ-გვერდის მოხმარების წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს საიტის მომხმარებელსა და შპს „საქართველოს
აგრო ჰოლდინგი”-ს შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და
არეგულირებს საიტის მომხმარებლების მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას. კომპანიის ვებ-გვერდი
ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ საიტის
მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია
შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით შემდგომში ერთობლივად მოიხსენიება
როგორც კომპანიის პლატფორმა.
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
საიტის ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა,
ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის
ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე
გამოქვეყნების გზით შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პირობებში მომხმარებლის
დამატებითი თანხმობის გარეშე (გარდა პირობებში არსებითი ცვლილებების
განხორციელებისა).

1. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ
განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან სხვა
რამ არ გამომდინარეობს:
1.1.ანგარიში - საიტის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიში;
1.2.ავტორიზაცია - საიტის მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომა, რომელიც
მოიცავს წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას.
1.3.გამოყენების წესები - წინამდებარე წესები ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან
ერთად, რომელსაც აღნიშნული გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ
წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ საიტის მომხმარებლის მიერ
პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის დაკავშირებულს
ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც
შემოთავაზებულია ვებ-გვერდზე.
1.4.ვებ-გვერდი - პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მომსახურების
შეთავაზება.
1.5.საიტის მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სურს კომპანიის
პლატფორმის საშუალებით მიიღოს მომსახურება/შეიძინოს სერვისი.
1.6. კომპანია - კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად (საიდენტიფიკაციო ნომერი: 424617588, რეგისტრირებული მისამართი:
საქართველო, ახმეტა, ს. მატანი, 27–ე ქ. N 11), ან მასთან აფილირებული ან მისი
ნებისმიერი შვილობილი პირი.
1.7. კომპანიის პლატფორმა - კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც
ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს agrioli.ge-სა და agroholding.ge-ის ვებ-გვერდებს,
ან/და კომპანიისთვის ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს.

1.8.უნივერსალური იდენტიფიკატორები - კომპანიის მიერ საიტის მომხმარებლებისთვის
მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი
რეგისტრირდება სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის რიგი
დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით.
1.9. ოპერაცია - საიტის მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან
დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
2. განცხადებები და გარანტიები
2.1. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით საიტის მომხმარებელი ადასტურებს,
რომ:
2.1.1. წარმოადგენს რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან 18 წლის ასაკს მიღწეულ ფიზიკურ
პირს.
2.1.2. აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის,
რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს წინამდებარე პირობებით ან ნებისმიერი სხვა
ხელშეკრულებითა და განაცხადით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2.1.3. გაეცნო წინამდებარე პირობებს და ეთანხმება მას.
2.1.4. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც
მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის
მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში
(მათ შორის: ფულის გათეთრება, იარაღით ვაჭრობა, ტერორიზმი ან სხვა სახის უკანონო
საქმიანობა).
2.1.5. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის
მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და
საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
2.1.6. საიტის მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ
გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ
განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა.
2.1.7. თანახმაა მისი პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნას პირდაპირი მარკეტინგის
მიზნებისთვის.
3. მხარეთა პასუხისმგებლობა
3.1. კომპანია პასუხისმგებელია საიტის მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე
ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით
განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3.2. კომპანია პასუხს აგებს მიწოდებული მომსახურების ხარისხზე.
3.3.წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს
წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით
გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ
ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან
არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი/ზარალი კანონმდებლობით
ან/და პირობებით დადგენილი წესით.
3.4.საიტის მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
3.4.1. ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად
პროგრამულ კოდზე და ყველა სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და

ინტელექტუალური საკუთრების უფლება, შესაბამისად, იგი ექვემდებარება დაცვას
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3.4.2. დაუშვებელია ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი მასალის/ინფორმაციის (მათ
შორის მისი შინაარსის, აღწერილობის, ტექსტის, აუდიოჩანაწერის, აუდიოვიზუალის,
მომსახურების სპეციფიკაციების, ინსტრუქციების და ყველა სხვა ელემენტის) სრული ან
ნაწილობრივი ჩამოტვირთვა და შეგროვება, გამოყენება, კოპირება, რეპროდუცირება,
დუბლირება, გაყიდვა, გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება ნებისმიერი კომერციული
მიზნისთვის.
3.4.3. საიტის მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს 3.4.1. და 3.4.2. ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი
შესრულების შედეგად კომპანიისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე.
4. კომპანიის სერვისებით სარგებლობა

4.1.მომსახურების მიღებამდე საიტის მომხმარებელი რეგისტრირდება კომპანიის ვებ-
გვერდზე - agroholding.ge

4.2.რეგისტრაციისთვის საიტის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ელექტრონული
ფოსტის მისამართს და პაროლს.
4.3.საიტის მომხმარებელმა რეგისტრაციის დასასრულებლად უნდა მონიშნოს ველი, რომ
ეთანხმება მომსახურების პირობებს.
4.4.რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საიტის მომხმარებელი ვებ-გვერდზე ირჩევს
მისთვის სასურველ მომსახურებას.
4.5.მომსახურების შესაძენად საიტის მომხმარებელი ვებ-გვერდზე ირჩევს მომსახურების
პაკეტს შესაბამისი ლიმიტის და ღირებულების მითითებით.
4.6.ლიმიტის მინიმალური ოდენობა შეადგენს 3-ს.
4.7.საიტის მომხმარებელმა შეძენილი ლიმიტი სრულად უნდა ამოწუროს მისი შეძენიდან 24
საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩენილი ლიმიტი ავტომატურად
უქმდება და გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4.8.სასურველი ლიმიტის არჩევის შემდგომ, მომხმარებელი გადადის გადახდის დეტალების
ველზე, სადაც უთითებს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონის
ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
4.9. გადახდის დეტალების გვერდზე ასევე გამოტანილია ინფორმაცია შეკვეთის
დეტალებთან დაკავშირებით, კერძოდ: მომხმარებლის მიერ შერჩეული მომსახურების
ლიმიტი, ღირებულება და საბანკო ბარათის მონაცემების მისათითებელი ველები.
4.10. ანგარიშსწორების განხორციელების შემდგომ, საიტის მომხმარებელს ეძლევა
მომსახურების მიღების შესაძლებლობა.
4.11.საიტის მომხმარებელს შეუძლია მის მიერ არჩეული ლიმიტის ფარგლებში, 24 საათის
განმავლობაში ისარგებლოს საიტზე განთავსებული ნებისმიერი ტიპის მომსახურებით
(მომსახურების კატეგორია შეუზღუდავია).
4.12. მომსახურების შეძენის მომენტიდან ვებ-გვერდზე ავტომატურად იწყება 24 საათიანი
პერიოდის ათვლა, რომლის დახმარებითაც საიტის მომხმარებელი მუდმივად
ინფორმირებულია მომსახურების მიღების დარჩენილ პერიოდზე.
4.13. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საიტის მომხმარებელი უკავშირდება
კომპანიას შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - info@agroholding.ge

5. ავტორიზაცია
5.1.ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, საიტის მომხმარებელი ვებ-გვერდის გამოყენების
მიზნით გადის ავტორიზაციას.
5.2.ავტორიზაცია ხორციელდება საიტის მომხმარებლის უნივერსალური
იდენტიფიკატორების საშუალებით.
6. მხარეთა უფლება-მოვალეობები
6.1. საიტის მომხმარებელი ვალდებულია:
6.1.1. ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს წინამდებარე პირობებით ნაკისრი
ვალდებულებები;
6.1.2. დაიცვას წინამდებარე პირობების მე-2 მუხლით გათვალისწინებული განცხადებები და
გარანტიები;
6.1.3. შეასრულოს წინამდებარე პირობების 3.4.1. და 3.4.2. ქვეპუნქტების მოთხოვნები;
6.1.4. გადაიხადოს მომსახურების ღირებულება წინამდებარე პირობებით განსაზღვრული
წესით.
6.2.საიტის მომხმარებელი უფლებამოსილია:
6.2.1. მოითხოვოს კომპანიისგან მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი და
კეთილსინდისიერი შესრულება;
6.2.2. დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე და გაიაროს ავტორიზაცია;
6.2.3. მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;

6.2.4. მომსახურების საფასურის გადახდის შემდგომ დაუბრკოლებლად ისარგებლოს ვებ-
გვერდზე განთავსებული მომსახურებით მისი შეძენიდან 24 საათის განმავლობაში, მის

მიერ შერჩეული ლიმიტების შესაბამისად;
6.2.5. მიიღოს ინფორმაცია წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებულ
მოთხოვნებთან დაკავშირებით;
6.2.6. უსასყიდლოდ მიიღოს ინფორმაცია ვებ-გვერდზე შემოთავაზებულ კატალოგში მისთვის
სასურველი მომსახურების არსებობის შესახებ;
6.2.7. უსასყიდლოდ გაეცნოს ვებ-გვერდზე შემოთავაზებული მომსახურების ფასებს;
6.2.8. გაეცნოს ვებ-გვერდზე განთავსებულ კონფიდენციალურობის შესახებ პოლიტიკას და
შეიტყოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან და უსაფრთხოების
ზომებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
6.2.9. კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართოს კომპანიას ონლაინ ჩატის ან
ელექტრონული ფოტის მეშვეობით;
6.2.10. მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დარღვეული
უფლებების აღდგენის მიზნით მიმართოს სასამართლოს, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
6.3. კომპანია ვალდებულია:
6.3.1. ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს წინამდებარე პირობებით ნაკისრი
ვალდებულებები;
6.3.2. მომსახურება გასწიოს ხარისხიანად.
6.4. კომპანია უფლებამოსილია:
6.4.1. მოსთხოვოს მომხმარებელს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი და
კეთილსინდისიერი შესრულება.
6.4.2. გამოიყენოს 8.1. პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება.

7. ანგარიშსწორების პირობები
7.1. საიტის მომხმარებელი ანგარიშსწორებას ახორციელებს საკრედიტო ბარათის
მეშვეობით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
7.2.საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხის მიმღები არის კომპანია.
7.3.ანგარიშსწორება ხორციელდება კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
8. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
8.1. კომპანია უფლებამოსილია საიტის მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონულ
ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, ნებისმიერ დროს შეუზღუდოს ან
შეუწყვიტოს პატფორმით სარგებლობის უფლება, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა
წინამდებარე წესებით გათვალისწინებული პირობები. აღნიშნულ შემთხვევაში
ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხორციელდება ამ მუხლით
განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
9.1. კომპანია იხსნის პასუხისმგელობას ისეთ სერვისთან/მომსახურებასთან დაკავშირებით,
რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს (მათ შორის: ნაგულისხმევი გარანტიები,
ხარისხის შესაბამისობა) შესაბამისად, გამოირიცხება კომპანიის პასუხისმგებლობა
აღნიშნულთან დაკავშირებით.
9.2. კომპანია არ აგებს პასუხს პროგრამული
ვირუსების/ხარვეზების/შეფერხებების/გაუმართაობის შედეგად საიტის
მომხმარებლებისთვის მიყენებულ ზიანზე/ზარალზე.
9.3. კომპანია არ აგებს პასუხს საიტის მომხმარებლების ან/და მესამე პირების წინაშე
ნებისმიერი მიზეზით ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შედეგად
მიყენებული ზიანისთვის/ზარალისთვის.
9.4. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მხრიდან ვებ-გვერდის უკანონო
გამოყენების ან კომპანიის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებების შედეგად
მიყენებულ ყველა ზიანზე/ზარალზე.
10. პირობების მოქმედების ვადა
10.1.წინამდებარე პირობები ძალაში შედის ვებ-გვერდზე მისი განთავსების მომენტიდან და
მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
11.1.წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
11.2.მხარეთა მიერ პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო.
11.3. წინამდებარე პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი
დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.
11.4.შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა განსახილველად გადაეცემა სასამართლოს.
12. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
12.1.წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები
განხორციელებულ იქნება კომპანიი-ს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი

შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების
შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების
გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი
არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა
კომპანიის ნებისმიერი არხით სარგებლობისას.